დამოუკიდებლობის ძიებაში

დღეს, ქართველებისთვის განსაკუთრებული დღეა – 1918 წლის  26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ეს დღე მაია ყალაბეგაშვილისთვისაც განსაკუთრებულია – მაიამ ზუსტად 11 წლის წინ 26 მაისს გაზეთი “სპექტრი” დააარსა, რომელიც კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს. მაია ამბობს, რომ გაზეთის დამოუკიდებლობა, რომელიც მან 2003 წელს მიზნად დაისახა, უკვე ახლოსაა. Advertisements

16-100 მოქალაქეების დასახმარებლად

 სატელეფონო მომსახურების სერვისი რომელიც საქართველოს სამ რეგიონს: კახეთს, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთს ემსახურება უფრო მეტი გახდა ვიდრე უბრალოდ საინფორმაციო ცენტრი. 16-100 შეიქმნა რათა მოსახლეობისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია კომპანიების, სატელეფონო ნომრებისა და სამთავრობო სერვისების შესახებ.  თუმცა საინფორმაციო ცენტრის ინტეგრაციამ ICN-ის რედაქციასთან მომხმარებლებს აჩვენა, რომ ისინი ინფორმაციასთან ერთად საჭიროების შემთხვევაში დახმარებასაც მიიღებენ.

თამთა კახაბერიძე გენდერული თანასწორობისთვის

მედია წიგნიერების პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეების ჟურნალისტიკაში განათლებას  ისახავდა მიზნად, გენდერული საკითხებით დაინტერესებული გოგონასთვის ინსპირაციის წყარო გახდა.  თამთა კახაბერიძე თურქეთის მოსაზღვრე პატარა სოფელ კირნათიდან, ამბობს რომ მედია წიგნიერება მას საქართველოში მცხოვრები ქალების პრობლემების უკეთ დანახვაში დაეხმარა და ამ საკითხების მედიაში გაშუქებაც ასწავლა.

მულტიეთნიკური GIPA

20 წელზე მეტია სოფელ თაზაქენდის პირველ სკოლაში სინათლე არ ანთებულა და მოსწავლეებს საკმარისი სასწავლო წიგნები არ აქვთ. ეს ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც სკოლაში GIPA-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის აზერბაიჯანელი სტუდენტები ჩავიდნენ და სიუჟეტი მოამზადეს. IREX G-MEDIA პროგრამის თანადგომით GIPA-ში აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები ჟურნალისტობას სწავლობენ და ეთნიკური უმცირესობების პრობლემს აშუქებენ.

“ბათუმელები” ახალი რაკურსით

სამი მედია გამოცემა ერთ სტუდიაში მოამზადებს ონლაინ ტელე-გადაცემებს და მულტიმედია ახალ ამბებს. სტუდია, რომელიც IREX G-MEDIA-ს დახმარებით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, გაზეთი “ბათუმელების” და მათი ვებ პორტალის Netgazeti.ge-ს ჟურნალისტებს, ასევე Presscafe.ge-სთვის მომუშავე მოხალისე ჟურნალისტებს მისცემს საშუალებას გადაცემები მაღალი ხარისხით მოამზადონ. თუ გაინტერესებთ როგორ იქმნებოდა სტუდია და როგორ ემზადებიან გაზეთ “ბათუმელებში” ახალი გადაცემების  მოსამზადებლად, რას სწავლობენ … Continue reading

ლაბორატორია ჟურნალისტების პრაქტიკისთვის

ამუშავებიდან ერთი წლის შემდეგ, GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტური მედიის ლაბორატორია მკითხველს უნიკალურ თემებს სთავაზობს, ხოლო სტუდენტებს საკუთარი უნარების გამოცდის და  სწავლის შესაძლებლობას აძლევს. GIPA-ს სტუდენტური მედია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით IREX G-MEDIA პროგრამის მეშვეობით შეიქმნა. ამ ლაბორატორიაში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. Newscafe.ge-ს ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ სტუდენტური პერსპექტივით დანახულ მოვლენებს გაეცნონ.

სამი დოკუმენტური ფილმი

ბავშვები, რომლებიც რთული ქცევის მქონე მოზარდებისთვის განკუთვნილ სპეც-სკოლაში სწავლობენ; ქალი, რომელმაც შვილის და შვილიშვილების შეზღუდული უნარები არ მიიღო და მოზარდები, რომლებიც მაღალმთიან სოფელში, სკოლისა და მეგობრების გარეშე იზრდებიან – მათ შესახებ GIPA-ს სტუდენტები დოკუმენტური ფილმებით ყვებიან. 7 ივნისს, GIPA-ს დოკუმენტური კლასის სტუდენტებმა ფილმების იდეები სპეციალური ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჟიურიმ სამი ფილმი შეარჩია, რომლებმაც დაფინანსება USAID-ისგან … Continue reading

ბეჭდური მედიიდან მულტიმედიამდე

საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რეგიონული გაზეთების ვებ გვერდებზე მკითხველებს გაცილებით მეტი დახვდათ ვიდრე ელოდნენ. IREX G-MEDIA პროგრამის პარტნიორები გურიაში, ქუთაისში და ახალციხეში მხოლოდ ბეჭდური მაუწყებლობით აღარ შემოიფარგლებიან. გაზეთები “გურია ნიუსი“, “ახალი გაზეთი” და “სამხრეთის კარიბჭე” ახლა უკვე ვიდეო სიუჟეტებს, თოქ შოუებს და ინტერაქციული პროგრამებს ამზადებს. ისინი G-MEDIA პროგრამის “ახალი მედია ინიციატივის” (NMI) წევრები არიან და ამ პროგრამის … Continue reading

ერთადერთი სათემო რადიო საქართველოში

სამცხე-ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდაში, მოსახლეობა ადგილობრივ ახალ ამბებს პატარა რადიოსადგურის, NOR-ის, მეშვეობით ეცნობა. რადიო NOR-ი პირველი და ერთადერთი სათემო რადიოა საქართველოში. დონორების არაერთი მცდელობის და რადიოს მოხალისე თანამშრომლების დაუღალავი შრომის მიუხედავად,  NOR-მა სახელმწიფოსგან სამაუწყებლო ლიცენზია ვერ მიიღო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელე-რადიო მაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეორე ტალღა დაასრულა. კვლევის შედეგები ნორის თანამშრომლებსა … Continue reading

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად მოქმედების დროა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მთავრობას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის აუცილებელი ქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებს. გაციფრულება ძვირადღირებული და რთული პროცედურაა, რომელიც 2015 წლის ივნისში უნდა დასრულდეს, თუმცა ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ ინფრასტრუქტურაზე გადასვლის თანმდევი ტექნიკური, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხების გადასაჭრელად ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. გასულ კვირას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსმა, მათიას ჰუტერმა, ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიაციბის წარმომადგენლებს … Continue reading

გაზეთი ,,სპექტრი"

სპექტრი-რასაც სხვები ვერ ამბობენ

Multimedia Education Center

Supporting Journalism Education in Georgia

ტექნო.ბლოგი

ინტერნეტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები

უკან, სამშობლოში

ბლოგი, საქართველოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების შესახებ