მედია წიგნიერების მოსწავლე – მარიამ კალანდაძე

მარიამ კალანდაძე ჩოხატაურიდან 7 კილომეტრის დაშორებით, სოფელი ხიდისთავის მთიან ფერდობზე ცხოვრობს. მისი სახლისკენ მიმავალი გზა მოასფალტებული არ არის და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ მოძრაობს. თითქმის ერთი წელია, რაც მარიამი გაზეთი “გურია ნიუსის” რედაქციაში მოსახვედრად, რამდენიმე კილომეტრს ფეხით, შემდეგ, კი, მიკრო ავტობუსით გადის. მარიამი “მედია წიგნიერება ახალგაზრდებისთვის” პროექტის მონაწილეა და “გურია ნიუსის” ახალგაზრუდული გამოცემისთვის “21-ს ქვევით” სტატიებს წერს. … Continue reading

მედია წიგნიერების მოსწავლე – სალომე ორკოდაშვილი

გაკვეთილების შემდეგ სალომე ორკოდაშვილი გაზეთი “კახეთის ხმის” რედაქციაში მიდის. თელავის მედია კაფეში სტუდენტები და მოსწავლეები საკუთარი ნამუშევრების განსახილველად ემზადებიან. ეკრანზე მობილური ტელეფონით გადაღებული stand-up-ი ირთვება, 16 წლის სალომე სამხატვრო სახლის გაურემონტებელი აივნის შესახებ უყვება მაყურებელს. ეს “მედია წიგნიერება ახალგაზრდებისთვის” გაკვეთილია. გაზეთის რედაქტორი და ჟურნალისტები სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს სტატიის მომზადებას, ვიდეო და ფოტო გადაღებას, სიუჟეტის … Continue reading

მედია წიგნიერების მოსწავლე – ქეთი ნოგიევა

ქალაქი ფოთის შესასვლელთან, გზის მარცხენა ზოლს ფერადი კორპუსები მიუყვება. ბანერზე წერია, რომ აქ დევნილები ცხოვრობენ. ქეთი ნოგიევა მალთაყვის დასახლებაში საცხოვრებლად ორი წლის წინ დედასთან ერთად გადმოვიდა.  ისინი 14 წელი წყალტუბოს ერთ-ერთ მიტოვებულ სასტუმროში ცხოვრობდნენ. “სასტუმრო კარგ ადგილას იყო და მისი გასხვისება გადაწვიტეს. გვითხრეს, რომ არჩევანი გაგვეკეთებინა – ან ფოთში გადავსულიყავით ახალ აშენებულ უბანში, ან რამდენიმე წელი … Continue reading

გაზეთი ,,სპექტრი"

სპექტრი-რასაც სხვები ვერ ამბობენ

Multimedia Education Center

Supporting Journalism Education in Georgia

ტექნო.ბლოგი

ინტერნეტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები

უკან, სამშობლოში

ბლოგი, საქართველოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების შესახებ