ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად მოქმედების დროა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მთავრობას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის აუცილებელი ქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებს. გაციფრულება ძვირადღირებული და რთული პროცედურაა, რომელიც 2015 წლის ივნისში უნდა დასრულდეს, თუმცა ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ ინფრასტრუქტურაზე გადასვლის თანმდევი ტექნიკური, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხების გადასაჭრელად ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. გასულ კვირას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსმა, მათიას ჰუტერმა, ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიაციბის წარმომადგენლებს ამ პროცესის დაწყებისთვის აუცილებელი აქტივობების სია გააცნო.

ციფრული მაუწყებლობის მეშვეობით ქართველი ტელე-მაყურებელი მაღალი ხარისხის სატელევიზიო სიგნალს მიიღებს. ციფრული ტელვიზია მაყურებელს საშუალებას მისცემს აირჩიოს სასურველი რეჟიმი: ჩართოს ან გამორთოს სუბტიტრები, ან სასურველი ენაზე მიიღოს ინფორმაცია. ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა გამოათავისუფლებს სიხშირეებს, რაც მაღალი ხარისხის სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და სხვა ექსპერტები ციფრულ ინფრასტრუქტურაზე გადასვლის პროცესის ღიაობას და გამჭვირვალობას მოითხოვენ, რათა ყველა დამოუკიდებელ მაუწყებელს ჰქონდეს ჩართვის შესაძლებლობა და ამ პროცესით საზოგადოების ყველა ფენამ ისარგებლოს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

გაზეთი ,,სპექტრი"

სპექტრი-რასაც სხვები ვერ ამბობენ

Multimedia Education Center

Supporting Journalism Education in Georgia

ტექნო.ბლოგი

ინტერნეტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები

უკან, სამშობლოში

ბლოგი, საქართველოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების შესახებ

%d bloggers like this: