ლაბორატორია ჟურნალისტების პრაქტიკისთვის

ამუშავებიდან ერთი წლის შემდეგ, GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტური მედიის ლაბორატორია მკითხველს უნიკალურ თემებს სთავაზობს, ხოლო სტუდენტებს საკუთარი უნარების გამოცდის და  სწავლის შესაძლებლობას აძლევს. GIPA-ს სტუდენტური მედია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით IREX G-MEDIA პროგრამის მეშვეობით შეიქმნა. ამ ლაბორატორიაში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. Newscafe.ge-ს ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ სტუდენტური პერსპექტივით დანახულ მოვლენებს გაეცნონ.

სამი დოკუმენტური ფილმი

ბავშვები, რომლებიც რთული ქცევის მქონე მოზარდებისთვის განკუთვნილ სპეც-სკოლაში სწავლობენ; ქალი, რომელმაც შვილის და შვილიშვილების შეზღუდული უნარები არ მიიღო და მოზარდები, რომლებიც მაღალმთიან სოფელში, სკოლისა და მეგობრების გარეშე იზრდებიან – მათ შესახებ GIPA-ს სტუდენტები დოკუმენტური ფილმებით ყვებიან. 7 ივნისს, GIPA-ს დოკუმენტური კლასის სტუდენტებმა ფილმების იდეები სპეციალური ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჟიურიმ სამი ფილმი შეარჩია, რომლებმაც დაფინანსება USAID-ისგან … Continue reading

ბეჭდური მედიიდან მულტიმედიამდე

საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რეგიონული გაზეთების ვებ გვერდებზე მკითხველებს გაცილებით მეტი დახვდათ ვიდრე ელოდნენ. IREX G-MEDIA პროგრამის პარტნიორები გურიაში, ქუთაისში და ახალციხეში მხოლოდ ბეჭდური მაუწყებლობით აღარ შემოიფარგლებიან. გაზეთები “გურია ნიუსი“, “ახალი გაზეთი” და “სამხრეთის კარიბჭე” ახლა უკვე ვიდეო სიუჟეტებს, თოქ შოუებს და ინტერაქციული პროგრამებს ამზადებს. ისინი G-MEDIA პროგრამის “ახალი მედია ინიციატივის” (NMI) წევრები არიან და ამ პროგრამის … Continue reading

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად მოქმედების დროა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მთავრობას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის აუცილებელი ქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებს. გაციფრულება ძვირადღირებული და რთული პროცედურაა, რომელიც 2015 წლის ივნისში უნდა დასრულდეს, თუმცა ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ ინფრასტრუქტურაზე გადასვლის თანმდევი ტექნიკური, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხების გადასაჭრელად ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. გასულ კვირას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსმა, მათიას ჰუტერმა, ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიაციბის წარმომადგენლებს … Continue reading

ახალი მედია ქართული მედიისთვის

ამ შუაგულ ზაფხულში, როდესაც ქართველები დასასვენებლად მიდიან, ჟურნალისტებმა ახალი მედიის ათვისებისა და ჟურნალისტური უნარების განვითარებისთვის ბევრი იშრომეს. ერთ წელზე მეტია რაც IREX G-MEDIA პროგრამის ფარგლებში ახალი მედიის ტრენინგები14 პარტნიორ მედია ორგანიზაციისთვის ტარდება. ახალი მედიის მზარდი როლის და მაღალი ინტერესის გამო, IREX G-MEDIA პროგრამის გუნდმა ტრენინგების გაფართოება და მათი არაპარტნიორი ორგანიზაციებისთვის  ჩატარება გადაწყვიტა. “ამ ტრენინგის ჩატარების შესახებ … Continue reading

მედია წიგნიერების მოსწავლე – სალომე ორკოდაშვილი

გაკვეთილების შემდეგ სალომე ორკოდაშვილი გაზეთი “კახეთის ხმის” რედაქციაში მიდის. თელავის მედია კაფეში სტუდენტები და მოსწავლეები საკუთარი ნამუშევრების განსახილველად ემზადებიან. ეკრანზე მობილური ტელეფონით გადაღებული stand-up-ი ირთვება, 16 წლის სალომე სამხატვრო სახლის გაურემონტებელი აივნის შესახებ უყვება მაყურებელს. ეს “მედია წიგნიერება ახალგაზრდებისთვის” გაკვეთილია. გაზეთის რედაქტორი და ჟურნალისტები სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს სტატიის მომზადებას, ვიდეო და ფოტო გადაღებას, სიუჟეტის … Continue reading

მედია წიგნიერება ახალგაზრდებისთვის

IREX G-MEDIA პროგრამა თანამშრომლობს პროფესიონალ ჟურნალისტებთან, მედია კომპანიებთან, საადვოკაციო ჯგუფებთან, სკოლის მოსწავლეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიდ კომპანიებთან და საჯარო პირებთან.  “მედია წიგნიერება ახალგაზრდებნისთვის” პროექტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ბედნიერება გვემუშავა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებთან. 130-ზე მეტმა მოსწავლემ ისწავლა ჟურნალისტიკა და ფოტო გადაღება საქართველოს ხუთ რეგიონულ მედია ორგანიზაციაში. ამ პროექტის დასრულება 29 მაისს IREX-ის განათლების მულტიმედია ცენტრში აღვნიშნეთ. … Continue reading

“საგამოძიებო ჟურნალისტიკას საქართველოში დიდი მომავალი აქვს” ბრანტ ჰიუსტონი.

IREX G-MEDIA კონსულტანტმ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ბრანტ ჰიუსტონმა, ჩაატარა ტრენინგი ქართველი ჟურნალისტებისთვის. მან ჟურნალისტებს მონაცემთა ბაზებისა და სოციალური მედიის გამოყენების ხერხები, სტატისტიკური მონაცემებისა და ციფრების გამოყენება, საგამოძიებო ჟურნალისტიკის მეთოდოლოგიები, მონაცემთა ვიზუალიზაცია და სხვა საკითხები ასწავლა. პროფესორი ბრანტ ჰიუსტონი ილინოისის მედია კოლეჯში საგამოძიებო ჟურნალისტიკას ასწავლის. ის არის ავტორი სასწავლო სახელმძღვანელოებისა Computer-Assisted Reporting: A Practical Guide და The Investigative Reporter’s … Continue reading

ინფორმაცია რადიოს აუდიტორიის შესახებ TNS–ის ლიცენზიის მფლობელის, Market Intelligence Caucasus–ის, მიერ 2013 წლის 15 მარტს გავრცელებული მონაცემების შესახებ

საქართველოში რადიო აუდიტორიის ახალი კვლევითი პროექტიდან მიღებული პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი (44%) უსმენს რადიოს კვირაში ერთხელ მაინც და ეს რიცხვი დედაქალაქში 50%–ს აღწევს. კვლევამ თბილისის გარდა მოიცვა 11 დიდი და საშუალო ზომის ქალაქი (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, ფოთი, სამტრედია, ხაშური, თელავი, ახალციხე, და ლაგოდეხი, რომელიც ცალკე ბაზრის სახით იქნა შესწავლილი). რადიო … Continue reading

ჟურნალისტიკით ინსპირირებულები

საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ მედია სკოლა გახსნა. 21 თებერვალს, მედია სკოლის ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამის დამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ. მულტიმედია პროგრამა ჟურნალისტური განათლების გაუმჯობესების მიზნითაა შექმნილი. ის ჟურნალისტური კარიერის მაძიებლებს პრაქტიკულ სამუშაოებს სთავაზობს. მედია სკოლა სტუდენტებს უახლესი მულტიმედია ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს ასწავლის. სტუდენტებს ასწავლიან რადიო თავისუფლების გამოცდილი ჟურნალისტები როგორც თბილისის ისე პრაღის ოფისიდან. … Continue reading

გაზეთი ,,სპექტრი"

სპექტრი-რასაც სხვები ვერ ამბობენ

Multimedia Education Center

Supporting Journalism Education in Georgia

ტექნო.ბლოგი

ინტერნეტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები

უკან, სამშობლოში

ბლოგი, საქართველოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების შესახებ