“საიას” საგაზაფხულო სკოლა გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის

სახალისო, ინტენსიური და აქტიური ტრენინგის ჩასატარებლად “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საუკეთესო რეცეპტს მიაგნო. მათ ჟურნალისტებით სასვე ოთახში იურისტები და მოსამართლეები მიიწვიეს და ცხარე დისკუსია გამართეს. Advertisements

16-100 მოქალაქეების დასახმარებლად

 სატელეფონო მომსახურების სერვისი რომელიც საქართველოს სამ რეგიონს: კახეთს, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთს ემსახურება უფრო მეტი გახდა ვიდრე უბრალოდ საინფორმაციო ცენტრი. 16-100 შეიქმნა რათა მოსახლეობისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია კომპანიების, სატელეფონო ნომრებისა და სამთავრობო სერვისების შესახებ.  თუმცა საინფორმაციო ცენტრის ინტეგრაციამ ICN-ის რედაქციასთან მომხმარებლებს აჩვენა, რომ ისინი ინფორმაციასთან ერთად საჭიროების შემთხვევაში დახმარებასაც მიიღებენ.

თამთა კახაბერიძე გენდერული თანასწორობისთვის

მედია წიგნიერების პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეების ჟურნალისტიკაში განათლებას  ისახავდა მიზნად, გენდერული საკითხებით დაინტერესებული გოგონასთვის ინსპირაციის წყარო გახდა.  თამთა კახაბერიძე თურქეთის მოსაზღვრე პატარა სოფელ კირნათიდან, ამბობს რომ მედია წიგნიერება მას საქართველოში მცხოვრები ქალების პრობლემების უკეთ დანახვაში დაეხმარა და ამ საკითხების მედიაში გაშუქებაც ასწავლა.

მულტიეთნიკური GIPA

20 წელზე მეტია სოფელ თაზაქენდის პირველ სკოლაში სინათლე არ ანთებულა და მოსწავლეებს საკმარისი სასწავლო წიგნები არ აქვთ. ეს ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც სკოლაში GIPA-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის აზერბაიჯანელი სტუდენტები ჩავიდნენ და სიუჟეტი მოამზადეს. IREX G-MEDIA პროგრამის თანადგომით GIPA-ში აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები ჟურნალისტობას სწავლობენ და ეთნიკური უმცირესობების პრობლემს აშუქებენ.

“ბათუმელები” ახალი რაკურსით

სამი მედია გამოცემა ერთ სტუდიაში მოამზადებს ონლაინ ტელე-გადაცემებს და მულტიმედია ახალ ამბებს. სტუდია, რომელიც IREX G-MEDIA-ს დახმარებით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, გაზეთი “ბათუმელების” და მათი ვებ პორტალის Netgazeti.ge-ს ჟურნალისტებს, ასევე Presscafe.ge-სთვის მომუშავე მოხალისე ჟურნალისტებს მისცემს საშუალებას გადაცემები მაღალი ხარისხით მოამზადონ. თუ გაინტერესებთ როგორ იქმნებოდა სტუდია და როგორ ემზადებიან გაზეთ “ბათუმელებში” ახალი გადაცემების  მოსამზადებლად, რას სწავლობენ … Continue reading

ლაბორატორია ჟურნალისტების პრაქტიკისთვის

ამუშავებიდან ერთი წლის შემდეგ, GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტური მედიის ლაბორატორია მკითხველს უნიკალურ თემებს სთავაზობს, ხოლო სტუდენტებს საკუთარი უნარების გამოცდის და  სწავლის შესაძლებლობას აძლევს. GIPA-ს სტუდენტური მედია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით IREX G-MEDIA პროგრამის მეშვეობით შეიქმნა. ამ ლაბორატორიაში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. Newscafe.ge-ს ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ სტუდენტური პერსპექტივით დანახულ მოვლენებს გაეცნონ.

სამი დოკუმენტური ფილმი

ბავშვები, რომლებიც რთული ქცევის მქონე მოზარდებისთვის განკუთვნილ სპეც-სკოლაში სწავლობენ; ქალი, რომელმაც შვილის და შვილიშვილების შეზღუდული უნარები არ მიიღო და მოზარდები, რომლებიც მაღალმთიან სოფელში, სკოლისა და მეგობრების გარეშე იზრდებიან – მათ შესახებ GIPA-ს სტუდენტები დოკუმენტური ფილმებით ყვებიან. 7 ივნისს, GIPA-ს დოკუმენტური კლასის სტუდენტებმა ფილმების იდეები სპეციალური ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჟიურიმ სამი ფილმი შეარჩია, რომლებმაც დაფინანსება USAID-ისგან … Continue reading

ბეჭდური მედიიდან მულტიმედიამდე

საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რეგიონული გაზეთების ვებ გვერდებზე მკითხველებს გაცილებით მეტი დახვდათ ვიდრე ელოდნენ. IREX G-MEDIA პროგრამის პარტნიორები გურიაში, ქუთაისში და ახალციხეში მხოლოდ ბეჭდური მაუწყებლობით აღარ შემოიფარგლებიან. გაზეთები “გურია ნიუსი“, “ახალი გაზეთი” და “სამხრეთის კარიბჭე” ახლა უკვე ვიდეო სიუჟეტებს, თოქ შოუებს და ინტერაქციული პროგრამებს ამზადებს. ისინი G-MEDIA პროგრამის “ახალი მედია ინიციატივის” (NMI) წევრები არიან და ამ პროგრამის … Continue reading

GIPA Doc Pitch

სამი დოკუმენტური ფილმის პროექტი მიიღებს დაფინანსებას IREX G-MEDIA პროგრამის „ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის“ ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში. სტუდენტებმა 8 დოკუმენტური ფილმის პროექტი სპეციალური ჟიურის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებული პროექტების ავტორები არიან: ანა დავითაშვილი, თათია ლაშაური, მარიამ ფირცხალავა, ია პატატიშვილი, ნათია ლოხიშვილი და ქრისტინა ფარჯიანი. სტუდენტები ფილმებს ზაფხულის განმავლობაში გადაიღებენ და ოქტომბერში GIPA DOC-ის ფესტივალზე წარადგენენ … Continue reading

ჟურნალისტიკით ინსპირირებულები

საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ მედია სკოლა გახსნა. 21 თებერვალს, მედია სკოლის ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამის დამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ. მულტიმედია პროგრამა ჟურნალისტური განათლების გაუმჯობესების მიზნითაა შექმნილი. ის ჟურნალისტური კარიერის მაძიებლებს პრაქტიკულ სამუშაოებს სთავაზობს. მედია სკოლა სტუდენტებს უახლესი მულტიმედია ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს ასწავლის. სტუდენტებს ასწავლიან რადიო თავისუფლების გამოცდილი ჟურნალისტები როგორც თბილისის ისე პრაღის ოფისიდან. … Continue reading

გაზეთი ,,სპექტრი"

სპექტრი-რასაც სხვები ვერ ამბობენ

Multimedia Education Center

Supporting Journalism Education in Georgia

ტექნო.ბლოგი

ინტერნეტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები

უკან, სამშობლოში

ბლოგი, საქართველოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების შესახებ