“საიას” საგაზაფხულო სკოლა გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის

სახალისო, ინტენსიური და აქტიური ტრენინგის ჩასატარებლად “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საუკეთესო რეცეპტს მიაგნო. მათ ჟურნალისტებით სასვე ოთახში იურისტები და მოსამართლეები მიიწვიეს და ცხარე დისკუსია გამართეს. Advertisements

16-100 მოქალაქეების დასახმარებლად

 სატელეფონო მომსახურების სერვისი რომელიც საქართველოს სამ რეგიონს: კახეთს, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთს ემსახურება უფრო მეტი გახდა ვიდრე უბრალოდ საინფორმაციო ცენტრი. 16-100 შეიქმნა რათა მოსახლეობისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია კომპანიების, სატელეფონო ნომრებისა და სამთავრობო სერვისების შესახებ.  თუმცა საინფორმაციო ცენტრის ინტეგრაციამ ICN-ის რედაქციასთან მომხმარებლებს აჩვენა, რომ ისინი ინფორმაციასთან ერთად საჭიროების შემთხვევაში დახმარებასაც მიიღებენ.

თამთა კახაბერიძე გენდერული თანასწორობისთვის

მედია წიგნიერების პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეების ჟურნალისტიკაში განათლებას  ისახავდა მიზნად, გენდერული საკითხებით დაინტერესებული გოგონასთვის ინსპირაციის წყარო გახდა.  თამთა კახაბერიძე თურქეთის მოსაზღვრე პატარა სოფელ კირნათიდან, ამბობს რომ მედია წიგნიერება მას საქართველოში მცხოვრები ქალების პრობლემების უკეთ დანახვაში დაეხმარა და ამ საკითხების მედიაში გაშუქებაც ასწავლა.

ბეჭდური მედიიდან მულტიმედიამდე

საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რეგიონული გაზეთების ვებ გვერდებზე მკითხველებს გაცილებით მეტი დახვდათ ვიდრე ელოდნენ. IREX G-MEDIA პროგრამის პარტნიორები გურიაში, ქუთაისში და ახალციხეში მხოლოდ ბეჭდური მაუწყებლობით აღარ შემოიფარგლებიან. გაზეთები “გურია ნიუსი“, “ახალი გაზეთი” და “სამხრეთის კარიბჭე” ახლა უკვე ვიდეო სიუჟეტებს, თოქ შოუებს და ინტერაქციული პროგრამებს ამზადებს. ისინი G-MEDIA პროგრამის “ახალი მედია ინიციატივის” (NMI) წევრები არიან და ამ პროგრამის … Continue reading

მედია წიგნიერების მოსწავლე – მარიამ კალანდაძე

მარიამ კალანდაძე ჩოხატაურიდან 7 კილომეტრის დაშორებით, სოფელი ხიდისთავის მთიან ფერდობზე ცხოვრობს. მისი სახლისკენ მიმავალი გზა მოასფალტებული არ არის და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ მოძრაობს. თითქმის ერთი წელია, რაც მარიამი გაზეთი “გურია ნიუსის” რედაქციაში მოსახვედრად, რამდენიმე კილომეტრს ფეხით, შემდეგ, კი, მიკრო ავტობუსით გადის. მარიამი “მედია წიგნიერება ახალგაზრდებისთვის” პროექტის მონაწილეა და “გურია ნიუსის” ახალგაზრუდული გამოცემისთვის “21-ს ქვევით” სტატიებს წერს. … Continue reading

“საგამოძიებო ჟურნალისტიკას საქართველოში დიდი მომავალი აქვს” ბრანტ ჰიუსტონი.

IREX G-MEDIA კონსულტანტმ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ბრანტ ჰიუსტონმა, ჩაატარა ტრენინგი ქართველი ჟურნალისტებისთვის. მან ჟურნალისტებს მონაცემთა ბაზებისა და სოციალური მედიის გამოყენების ხერხები, სტატისტიკური მონაცემებისა და ციფრების გამოყენება, საგამოძიებო ჟურნალისტიკის მეთოდოლოგიები, მონაცემთა ვიზუალიზაცია და სხვა საკითხები ასწავლა. პროფესორი ბრანტ ჰიუსტონი ილინოისის მედია კოლეჯში საგამოძიებო ჟურნალისტიკას ასწავლის. ის არის ავტორი სასწავლო სახელმძღვანელოებისა Computer-Assisted Reporting: A Practical Guide და The Investigative Reporter’s … Continue reading

ტრენინგი მედია გაყიდვების ორგანიზებაში

  IREX G-MEDIA და მართვის აკადემია აცხადებენ მიღებას გრძელვადიან სასწავლო კურსზე მედია გაყიდვების ორგანიზებაში. G-MEDIA პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მეშვეობით. 15 თებერვლიდან გრძელვადიანი ტრენინგი მედია გაყიდვების ორგანიზებაში მართვის აკადემიაში. კონკურსის წესით შეირჩევა 15 კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ორთვიან ტრენინგში. გამარჯვებულ კანდიდატთათვის (სულ 15 მონაწილე) სწავლება უფასოა. პროექტის მიზნები: … Continue reading

გაზეთი ,,სპექტრი"

სპექტრი-რასაც სხვები ვერ ამბობენ

Multimedia Education Center

Supporting Journalism Education in Georgia

ტექნო.ბლოგი

ინტერნეტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები

უკან, სამშობლოში

ბლოგი, საქართველოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების შესახებ