დამოუკიდებლობის ძიებაში
დღეს, ქართველებისთვის განსაკუთრებული დღეა – 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ეს დღე მაია ყალაბეგაშვილისთვისაც განსაკუთრებულია – მაიამ ზუსტად 11 წლის წინ 26 მაისს გაზეთი “სპექტრი” დააარსა, რომელიც კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს. მაია ამბობს, რომ გაზეთის დამოუკიდებლობა, რომელიც მან 2003 წელს მიზნად დაისახა, უკვე ახლოსაა. Advertisements