“ბათუმელები” ახალი რაკურსით

სამი მედია გამოცემა ერთ სტუდიაში მოამზადებს ონლაინ ტელე-გადაცემებს და მულტიმედია ახალ ამბებს. სტუდია, რომელიც IREX G-MEDIA-ს დახმარებით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, გაზეთი “ბათუმელების” და მათი ვებ პორტალის Netgazeti.ge-ს ჟურნალისტებს, ასევე Presscafe.ge-სთვის მომუშავე მოხალისე ჟურნალისტებს მისცემს საშუალებას გადაცემები მაღალი ხარისხით მოამზადონ. თუ გაინტერესებთ როგორ იქმნებოდა სტუდია და როგორ ემზადებიან გაზეთ “ბათუმელებში” ახალი გადაცემების  მოსამზადებლად, რას სწავლობენ … Continue reading

ლაბორატორია ჟურნალისტების პრაქტიკისთვის

ამუშავებიდან ერთი წლის შემდეგ, GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტური მედიის ლაბორატორია მკითხველს უნიკალურ თემებს სთავაზობს, ხოლო სტუდენტებს საკუთარი უნარების გამოცდის და  სწავლის შესაძლებლობას აძლევს. GIPA-ს სტუდენტური მედია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით IREX G-MEDIA პროგრამის მეშვეობით შეიქმნა. ამ ლაბორატორიაში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. Newscafe.ge-ს ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ სტუდენტური პერსპექტივით დანახულ მოვლენებს გაეცნონ.

მედია წიგნიერება ახალგაზრდებისთვის

IREX G-MEDIA პროგრამა თანამშრომლობს პროფესიონალ ჟურნალისტებთან, მედია კომპანიებთან, საადვოკაციო ჯგუფებთან, სკოლის მოსწავლეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიდ კომპანიებთან და საჯარო პირებთან.  “მედია წიგნიერება ახალგაზრდებნისთვის” პროექტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ბედნიერება გვემუშავა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებთან. 130-ზე მეტმა მოსწავლემ ისწავლა ჟურნალისტიკა და ფოტო გადაღება საქართველოს ხუთ რეგიონულ მედია ორგანიზაციაში. ამ პროექტის დასრულება 29 მაისს IREX-ის განათლების მულტიმედია ცენტრში აღვნიშნეთ. … Continue reading

რადიო იმაზე უკეთესია ვიდრე შენ ფიქრობ

წლების განმავლობაში საქართველოში რადიო ყველაზე ნაკლებად პოპულარულ მედიად ითვლებოდა. იყო მცდარი წარმოდგენა, რომ რადიოს მოსახლეობის მცირე ნაწილი უსმენდა. IREX G-MEDIA პროგრამის მეშვეობით TNS Market Intelligences Caucasus-ის მიერ ჩატარებულმა „რადიოს აუდიტორიის კვლევამ“ აჩვენა, რომ რადიოს მსმენელთა რიცხვი გაცილებით მაღალია ვიდრე ეს მიჩნეულია. კვლევის მიხედვით რადიოს მსმენელთა მნიშვნელოვან ნაწილს საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს. პარასკევს, 15 მარტს, 2:00 … Continue reading

პარტნიორობა აუდიტორიას აფართოვებს

IREX-ის მიერ ინიცირებული თანამშრომლობა GIPA-სა (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) და GARB-ს (რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია) შორის, რეგიონში მცხოვრებ ტელემაყურებელს საშუალებას მისცემს GIPA-ს სტუდენტების მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმებს გაეცნონ ხანდაზმული ცაბურა ათენიდან ამანათის მოლოდინში იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, თავისი სახლის წინ ზის და მეზობელს ეჭორავება. 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მისი შვილი სამუშაოს საძებნელად საბერძნეთში გაემგზავრა. ოჯახის … Continue reading

IREX-ის მისია

IREX – საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო – საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცოდნის გაღრმავებას. IREX-ის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე დაწესებულებებს სრულად მიიღონ მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადობის ჩამოყალიბებაში. IREX-ი ადმინისტრირებას უწევს პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის, აზიისადა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს … Continue reading

გაზეთი ,,სპექტრი"

სპექტრი-რასაც სხვები ვერ ამბობენ

Multimedia Education Center

Supporting Journalism Education in Georgia

ტექნო.ბლოგი

ინტერნეტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები

უკან, სამშობლოში

ბლოგი, საქართველოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების შესახებ