თამთა კახაბერიძე გენდერული თანასწორობისთვის

მედია წიგნიერების პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეების ჟურნალისტიკაში განათლებას  ისახავდა მიზნად, გენდერული საკითხებით დაინტერესებული გოგონასთვის ინსპირაციის წყარო გახდა.  თამთა კახაბერიძე თურქეთის მოსაზღვრე პატარა სოფელ კირნათიდან, ამბობს რომ მედია წიგნიერება მას საქართველოში მცხოვრები ქალების პრობლემების უკეთ დანახვაში დაეხმარა და ამ საკითხების მედიაში გაშუქებაც ასწავლა.

ლაბორატორია ჟურნალისტების პრაქტიკისთვის

ამუშავებიდან ერთი წლის შემდეგ, GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტური მედიის ლაბორატორია მკითხველს უნიკალურ თემებს სთავაზობს, ხოლო სტუდენტებს საკუთარი უნარების გამოცდის და  სწავლის შესაძლებლობას აძლევს. GIPA-ს სტუდენტური მედია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით IREX G-MEDIA პროგრამის მეშვეობით შეიქმნა. ამ ლაბორატორიაში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. Newscafe.ge-ს ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ სტუდენტური პერსპექტივით დანახულ მოვლენებს გაეცნონ.

ჟურნალისტიკით ინსპირირებულები

საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ მედია სკოლა გახსნა. 21 თებერვალს, მედია სკოლის ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამის დამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ. მულტიმედია პროგრამა ჟურნალისტური განათლების გაუმჯობესების მიზნითაა შექმნილი. ის ჟურნალისტური კარიერის მაძიებლებს პრაქტიკულ სამუშაოებს სთავაზობს. მედია სკოლა სტუდენტებს უახლესი მულტიმედია ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს ასწავლის. სტუდენტებს ასწავლიან რადიო თავისუფლების გამოცდილი ჟურნალისტები როგორც თბილისის ისე პრაღის ოფისიდან. … Continue reading

გაზეთი ,,სპექტრი"

სპექტრი-რასაც სხვები ვერ ამბობენ

Multimedia Education Center

Supporting Journalism Education in Georgia

ტექნო.ბლოგი

ინტერნეტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები

უკან, სამშობლოში

ბლოგი, საქართველოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების შესახებ