თამთა კახაბერიძე გენდერული თანასწორობისთვის

მედია წიგნიერების პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეების ჟურნალისტიკაში განათლებას  ისახავდა მიზნად, გენდერული საკითხებით დაინტერესებული გოგონასთვის ინსპირაციის წყარო გახდა.  თამთა კახაბერიძე თურქეთის მოსაზღვრე პატარა სოფელ კირნათიდან, ამბობს რომ მედია წიგნიერება მას საქართველოში მცხოვრები ქალების პრობლემების უკეთ დანახვაში დაეხმარა და ამ საკითხების მედიაში გაშუქებაც ასწავლა.

“ბათუმელები” ახალი რაკურსით

სამი მედია გამოცემა ერთ სტუდიაში მოამზადებს ონლაინ ტელე-გადაცემებს და მულტიმედია ახალ ამბებს. სტუდია, რომელიც IREX G-MEDIA-ს დახმარებით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, გაზეთი “ბათუმელების” და მათი ვებ პორტალის Netgazeti.ge-ს ჟურნალისტებს, ასევე Presscafe.ge-სთვის მომუშავე მოხალისე ჟურნალისტებს მისცემს საშუალებას გადაცემები მაღალი ხარისხით მოამზადონ. თუ გაინტერესებთ როგორ იქმნებოდა სტუდია და როგორ ემზადებიან გაზეთ “ბათუმელებში” ახალი გადაცემების  მოსამზადებლად, რას სწავლობენ … Continue reading

ლაბორატორია ჟურნალისტების პრაქტიკისთვის

ამუშავებიდან ერთი წლის შემდეგ, GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტური მედიის ლაბორატორია მკითხველს უნიკალურ თემებს სთავაზობს, ხოლო სტუდენტებს საკუთარი უნარების გამოცდის და  სწავლის შესაძლებლობას აძლევს. GIPA-ს სტუდენტური მედია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით IREX G-MEDIA პროგრამის მეშვეობით შეიქმნა. ამ ლაბორატორიაში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. Newscafe.ge-ს ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ სტუდენტური პერსპექტივით დანახულ მოვლენებს გაეცნონ.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად მოქმედების დროა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მთავრობას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის აუცილებელი ქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებს. გაციფრულება ძვირადღირებული და რთული პროცედურაა, რომელიც 2015 წლის ივნისში უნდა დასრულდეს, თუმცა ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ ინფრასტრუქტურაზე გადასვლის თანმდევი ტექნიკური, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხების გადასაჭრელად ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. გასულ კვირას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსმა, მათიას ჰუტერმა, ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიაციბის წარმომადგენლებს … Continue reading

მედია წიგნიერება ახალგაზრდებისთვის

IREX G-MEDIA პროგრამა თანამშრომლობს პროფესიონალ ჟურნალისტებთან, მედია კომპანიებთან, საადვოკაციო ჯგუფებთან, სკოლის მოსწავლეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიდ კომპანიებთან და საჯარო პირებთან.  “მედია წიგნიერება ახალგაზრდებნისთვის” პროექტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ბედნიერება გვემუშავა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებთან. 130-ზე მეტმა მოსწავლემ ისწავლა ჟურნალისტიკა და ფოტო გადაღება საქართველოს ხუთ რეგიონულ მედია ორგანიზაციაში. ამ პროექტის დასრულება 29 მაისს IREX-ის განათლების მულტიმედია ცენტრში აღვნიშნეთ. … Continue reading

რადიო იმაზე უკეთესია ვიდრე შენ ფიქრობ

წლების განმავლობაში საქართველოში რადიო ყველაზე ნაკლებად პოპულარულ მედიად ითვლებოდა. იყო მცდარი წარმოდგენა, რომ რადიოს მოსახლეობის მცირე ნაწილი უსმენდა. IREX G-MEDIA პროგრამის მეშვეობით TNS Market Intelligences Caucasus-ის მიერ ჩატარებულმა „რადიოს აუდიტორიის კვლევამ“ აჩვენა, რომ რადიოს მსმენელთა რიცხვი გაცილებით მაღალია ვიდრე ეს მიჩნეულია. კვლევის მიხედვით რადიოს მსმენელთა მნიშვნელოვან ნაწილს საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს. პარასკევს, 15 მარტს, 2:00 … Continue reading

IREX-ის მისია

IREX – საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო – საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცოდნის გაღრმავებას. IREX-ის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე დაწესებულებებს სრულად მიიღონ მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადობის ჩამოყალიბებაში. IREX-ი ადმინისტრირებას უწევს პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის, აზიისადა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს … Continue reading

გაზეთი ,,სპექტრი"

სპექტრი-რასაც სხვები ვერ ამბობენ

Multimedia Education Center

Supporting Journalism Education in Georgia

ტექნო.ბლოგი

ინტერნეტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები

უკან, სამშობლოში

ბლოგი, საქართველოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების შესახებ